გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

ხოზრევანიძე ბრწყინავს – 4 გოლი 4 თამაშში

გააზიარეთ

ბათუმის დინამოს ახალგაზრდა თავდამსხმელი, ლევან ხოზრევანიძე შესანიშნავ ფორმაშია.

19 წლის ფორვარდმა ბოლო ოთხ მატჩში ოთხჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება. პირველად, საქართველოს თასის მერვედფინალში ბოლნისის სიონის წინააღმდეგ თავი სადებიუტო გოლით გამოიჩინა. ამის შემდეგ ეროვნულ ლიგაში დინამო თბილისს გაუტანა, მესამე ბურთი საგარეჯოს გარეჯთან შეაგდო და გუნდს გამარჯვება (1:0) მოუტანა. ბოლო, მეოთხე გოლი კი ეროვნული ლიგის 21-ე ტურში გაგრას გაუტანა, ეს შეხვედრა ბათუმელთა მარცხით დასრულდა – 1:2.

ხოზრევანიძემ ოთხ შეხვედრაში ოთხი შედეგიანი მოქმედება დააგროვა. შეგახსენებთ, რომ ის მიმდინარე წელს დინამო ბათუმის აკადემიიდან პირველ გუნდში დააწინაურეს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი