გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ჯიკიჩი – ბიჭები პლეიოფში თამაშს იმსახურებენ

გააზიარეთ

ევროპის 2025 წლის საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატამდე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ხანგრძლივი მოსამზადებელი შეკრება გაიარა და ექვსი ამხანაგური მატჩიც გამართა. სამწუხაროდ, ყველაში დამარცხდა და კვიპროსშიც ამ მხრივ ცუდი სტატისტიკით ჩავიდა, თუმცა გუნდის დამრიგებელი ალექსანდრ ჯიკიჩი იმედიანადაა.

ლიმასოლის სპორტულ დარბაზში, სადაც ჩვენ გუნდს ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში მოუწევს ხუთი მატჩის თამაში ქართველმა კალათბურთელებმა უკვე ივარჯიშეს, შემდეგ კი მედიისთვის მცირე კომენტარი სერბმა სპეციალისტმაც გააკეთა.

„ცუდია, რომ ამ შეკრებაზე რიგი მიზეზების გამო სრული შემადგენლობით ვერ მოვემზადეთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევრობასკეტზე მსგავსი პრობლემები აღარ შეგვექმნება და სრული გუნდით ვითამაშებთ. მე მწამს ბიჭების, მათ მოტივაცია არ აკლიათ და ამას ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად დაამტკიცებენ. ისინი პლეიოფში გასვლას ნამდვილად იმსახურებენ“ – აღნიშნა ალექსანდრ ჯიკიჩმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ სერბ მწვრთნელთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით გაახანგრძლივა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზეც, რომელიც ნოემბერში დაიწყება ჩვენ გუნდს ისევ ჯიკიჩი დაარიგებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი