გამოგვიწერეთ

კალათბურთი

დუდა სანაძე – ყველა თამაშში მაქსიმუმს გავიღებთ

გააზიარეთ

მოახლოვდა საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატი, რომლის ჯგუფური ეტაპიც ოთხ ქვეყანაში (კვიპროსი, ლატვია, ფინეთი, პოლონეთი) გაიმართება. ჩვენი ყურადღება კი ლიმასოლისკენ იქნება მიმართული. სწორედ აქ ითამაშებს საქართველოს ნაკრები ჯგუფის მატჩებს.

ჩვენი გუნდი უკვე კვიპროსშია და პირველი ვარჯიშიც გამართა, რომლის შემდეგაც მედიასთან კომენტარი დუდა სანაძემ გააკეთა:

„გუნდში საბრძოლო განწყობაა. აქ დასასვენებლად ნამდვილად არ ჩამოვსულვართ. კარგია, რომ უკვე ჩვენთან ერთად არის კაპიტანი თორნიკე შენგელიაც. ერთ თვიანი მოსამზადებელი შეკრებიდან ბევრი ვისწავლეთ და ვეცდებით ეს პარკეტზეც გადავიტანოთ. ყველა თამაშში მაქსიმუმს გავიღებთ“ – აღნიშნავს დუდა სანაძე.

საქართელოს ეროვნული გუნდი ევრობასკეტზე ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს და იმედი ვიქონიოთ, რომ წარმატებითაც.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი