გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ჰაიდენჰაიმთან ერთად ეს მიზანი მაქვს, – ბუდუ ზივზივაძე

გააზიარეთ

ბუდუ ზივზივაძე წელს ბუნდესლიგაში პირველ სრულ სეზონს ჩაატარებს. ქართველი ფორვარდი ჰაიდენჰაიმს გასულ სეზონში, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შეუერთდა და უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაშიც დაეხმარა.

ახალ სეზონზე, ნაკრებსა და სხვა ლეგიონერებზე ბუდუ სეტანტა სპორტს ესაუბრა, ჩვენ კი ამ ინტერვიუდან საინტერესო ამონარიდებს შემოგთავაზებთ:

“წინასასეზონოდ რამდენიმე ნაყოფიერი შეკრება გვქონდა, მეც და მთლიანი გუნდიც ბუნდესლიგის ახალ სეზონს კარგ ფორმაში ვხვდებით. წინა სეზონში გუნდს ზამთარში შევუერთდი, ახლა კი პირველივე ტურიდან აქ ვარ და ვეცდები, ჰაიდენჰაიმს მაქსიმალურად გამოვადგე.

ჩვენი მიზანია, გათამაშების ცხრილში მაქსიმალურად მაღალი პოზიცია დავიკავოთ და წინა სეზონის მსგავსად, ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-ოფში თამაში არ დაგვჭირდეს.

მიხარია, რომ გერმანიაში სხვა ქართველებიც გამოჩნდნენ – გიორგი გოჩოლეიშვილთან და ლუკა ლოჩოშვილთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს. გოჩოლეიშვილის ჰამბურგს 20 სექტემბერს შევხვდებით და იმედია, სეტანტას მაყურებლები ორი ქართველის დაპირისპირებას იხილავს.

რა თქმა უნდა, თურქეთსა და ბულგარეთთან სანაკრებო მატჩები უდიდესი მნიშვნელობისაა. დამერწმუნეთ, გუნდის თითოეულ ფეხბურთელს ეს მატჩები მხედველობაში აქვს. ყველანი ვეცდებით, ოპტიმალურ ფორმაში ვიყოთ. ჩვენ რომ შემართება გვექნება და ყველა ფეხბურთელი გამარჯვებისთვის მაქსიმუმს გაიღებს, ამაზე საუბარი არცაა საჭირო”, – განაცხადა ბუდუმ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები