გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

leparisien: განსხვავებული ბიჭი საქართველოდან

გააზიარეთ

რაგბის გულშემატკივრების საქართველო ყოველთვის აოცებდა. როგორ შეეძლო ამ პატარა ქვეყანას, რომლის მოსახლეობაც ძლივს ოთხი მილიონია, ამდენი მოთამაშის „წარმოება“, რომლებიც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში სიხარულს ანიჭებდნენ ტოპ 14-ის ყველა კლუბს? გორგოძე, შველიძე, ზირაქაშვილი… მტკიცე, ძლიერი, გამძლე თავდამსხმელები, მეომრები, რომლებიც ამ პატარა კავკასიური ქვეყნის მიერ ათწლეულების განმავლობაში მრავალი ძლიერი იმპერიის წინააღმდეგ გადატანილი დაპირისპირების ძალას საკუთარ თავში განასახიერებენ…

ყველა ეს სახელი, რომელიც ბოლოვდება შვილიზე ან – ძეზე, საკმაოდ კარგად გავიცანით. შემდეგ კი გამოჩნდა ქართველი, რომლის სახელიც კი მიანიშნებდა, რომ ის ყველასგან განსხვავებული იყო. ბიჭი, რომელიც ჩამოშვებული წინდებითა და სტილით პირდაპირ 1970-იანი წლებიდან გამოსულს ჰგავდა, მაგრამ უდავოდ თანამედროვე თავისი კლასით, ფიზიკით, ძალით…

მისი სახელია ხვიჩა კვარაცხელია. ჩვენ გვრცხვენია, რადგან მისი სახელის სწორად დასაწერად ჯერ კიდევ ინტერნეტში უნდა ვეძებოთ, ამიტომ, როგორც ახლა ყველას, მას „კვარას“ ვეძახით. ორი მარცვალი, რომელიც მათრახივით ტკაცუნობს. მისით აღფრთოვანებულმა ნეაპოლიტანელებმა დაამატეს „დონა“, რათა შეედარებინათ მათი ისტორიის, შესაძლოა, მსოფლიო ისტორიაშიც კი, უდიდეს ფეხბურთელთან.

ოთხშაბათ საღამოს, „კვარამ“ განსაკუთრებული ოსტატობით შეგვახსენა, თუ რატომ არის ის გამორჩეული ფეხბურთელი. ესთეტი, მხატვარი, რომლის ხელოვნების ნიმუშებიც კვირიდან კვირამდე ჩვენს გაოცებულ თვალწინ იშლება.

მადლობა, საქართველო.

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები