გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

Le Figaro-ს კვარა ხელოვნების პიკში აჰყავს

გააზიარეთ

ხვიჩა კვარაცხელია ჩინებულ ფორმაშია. მეტიც, წელს რომ მსოფლიო ჩემპიონატი არ ტარდებოდეს, „ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთი ფავორიტი იქნებოდა, მაგრამ…

გუშინ ქართველმა ვარსკვლავმა ნანტს ორი გოლი გაუტანა – ერთი პენალტი, მეორე შედევრი. გავლენიანი ფრანგული გამოცემა Le Figaro კვარას თამაშს უმაღლეს ხელოვნებას ადარებს:

„კვარაცხელია ხელოვნების პიკშია. ქართველი ფეხბურთელი რამდენიმე კვირაა ბრწყინვალე ფორმაშია. ნანტის წინააღმდეგ მისი თამაში ამის კიდევ ერთი დასტურია. კვარაცხელია, რომელმაც დუბლი შეასრულა და მეორე ტაიმში განსაცვიფრებელი გოლი გაიტანა, მთელი საათის განმავლობაში ყველგან იყო. ბურთს 60-ზე მეტჯერ შეეხო და დაცვასაც ეხმარებოდა. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბაიერნთან დაპირისპირებამდე კვირაზე ნაკლები დარჩა, კვარაცხელია კი, საკუთარ განზრახვებს ნათლად აჩვენებს“.

კვარაცხელიას საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 25 მატჩში შვიდი გოლი და ოთხი პასი დაუგროვდა.

პსჟ ლიგა 1-ს 66 ქულით ლიდერობს და უშუალო კონკურენტ ლანსს უკვე ოთხი ქულით უსწრებს. მომდევნო მატჩს პს სტუმრად, ანჟესთან ითამაშებს.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები