
ქართული ფეხბურთისთვის წლევანდელი ზაფხულიც წარმატებული და ემოციური გამოდგა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორედ ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. პირველ შემთხვევაში, თუ ეს არასპორტული პრინციპით, მხოლოდ მასპინძლის სტატუსტით მოვახერხეთ, ამჯერად, რამაზ სვანაძის გუნდმა ამის უფლება საკვალიფიკაციო ეტაპის გზით მოახერხა და ერთი მატჩის მოგებაც მოახერხა.
ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, რომლიც საოცარმა თამაშმაც ჯერ საკვალიფიკაციოს პლეი-ოფში და შემდეგ ევროპაზე პოლონეთთან მოგებაში ლომის წვლილი შეიტანა დინამო ბათუმის მეკარე ლუკა ხარატიშვილია.
Etablo.ge ლუკას დაუკავშირდა და მასთან მოკლე ინტერვიუ ჩაწერა.
ევროპის ჩემპიონატის შეფასება
ვფიქრობ, ამ ნაკრებს გაცილებით მეტის პოტენციალი ჰქონდა და მინიმუმ ჯგუფიდან გასვლა შეგვეძლო, თუმცა გარკვეულმა პრობლემებმა, რაშიც ტურნირამდე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის ტრავმას ვგულისმობ, შედეგზე გავლენა იქონია. საფრანგეთთან მატჩის ბოლო წუთებში კონცენტრაციაც დავკარგეთ, რაც ასეთ მაღალ დონეზე უპატიებელია და დავისაჯეთ კიდეც. ყველაფრის მიუხედავად, ამაყი ვარ ამ გუნდის წევრობით და იმ ორი წლით, რაც ერთად გამოვიარეთ.
პოლონეთთან გმირობა და ბოლო წუთზე მოგერიებული ბურთი
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მოგერიებული ბურთით გუნდს სამი ქულა მოვუტანე. ტურნირის პირველ მატჩში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საფრანგეთთან მატჩზე ბევრის თქმა შეიძლება. იმას ვიტყვი მხოლოდ, რომ ეს იყო გამოუცდელობა. ძალიან კარგად ვითამაშეთ, ორი გოლიც გავიტანეთ, მაგრამ ბოლოს ოდნავ გადაღლილობა დაგვეტყო და კონცენტრაცია დავკარგეთ.
მძიმე მარცხი პორტუგალიასთან
პორტუგალიასთან მატჩში თითოეული ჩვენგანი გულანთებული და ბრძოლოს წყურვილით გავედით მოედანზე. ყველას საოცარი მუხტი გვქონდა და სწორედ ამ ზედმეტმა მონდომებამ განაპირობა ის წითელი ბარათიც. ოდიშარიაზე მეტად არავინ განიცდის ასე რომ მოხდა, ფეხბურთია და ხდება. პორტუგალიასთან 10 კაცით მოსაგებად თამაში ძალიან რთულია და მოხდა ის, რაც მოხდა.
ინტერესი უცხოური კლუბებიდან
რამდენიმე ვებგვერდზე შემხვდა, თითქოს მონცა იყო ჩემით დაინტერესებული, რასაც ვერ დავადასტურებ. მე არაფერი ვიცი. ჩემი აგენტი ლევან სეთურიძეა, რომელიც აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. ვიცი, რომ არის ინტერესი რამდენიმე კლუბისგან, მაგრამ ამ ეტაპზე არ შემიძლია საუბარი.
ეროვნულ გუნდში თამაშზე
ეროვნულ გუნდში გიორგი მამრდაშვილთან კონკურენცია ურთულესი იქნება, მაგრამ ჩემი ოცნებაა ნაკრებთან ერთად თუნდაც ერთი ვარჯიში გავმართო. უბედნიერესი დღე იქნება ამ ფორმაციის ნაკრებთან ერთად ვარჯიში, რომელშიც ვარსკვლავები თამაშობენ. ვილი სანიოლი და ნაკრების სამწვრთნელო სტაფი თუ გადაწყვეტს ნაკრებში გამომიძახოს, ვეცდები ჩემი თავი მაქსიმალურად კარგად წარმოვაჩინო.
იხილე მეტი
-
ნაკრები
/ 8 საათის agoბორჯღალოსნების საიუბილეო შემადგენლობა
გააზიარეთ14 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 37-წლიან ისტორიაში თავის მე-300 ოფიციალურ მატჩს ითამაშებს. მსოფლიო რაგბის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 11 საათის agoბუდუ ზივზივაძე: ჯგუფში ადგილს მნიშვნელობა აქვს
გააზიარეთსაქართველოს ნაკრები ნოემბრის სანაკრებო პაუზის პირველ შეხვედრას უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს. მადიარებს 14 ნოემბერს, მიხეილ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 2 დღის agoნაკრებში ვირუსია – სვანაძეს საფიქრალი მოემატა
გააზიარეთსაქართველოს ნაკრები წლის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება აგრძელებს. შეკრების მესამე დღეს საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი