გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

“ასეთი ფეხბურთელები მსურს, რომლებიც…” – ენრიკე კვარაცხელიაზე

გააზიარეთ

პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე ძირითადი ყურადღება თავის შემტევ ფეხბურთელებზე გაამახვილა.

ესპანელმა სპეციალისტმა ისაუბრა იმ სტილზე, რომელსაც თანამედროვე ფეხბურთში ეძებს და აღნიშნა, რომ მისთვის პრიორიტეტი მხოლოდ გოლის გატანაზე ორიენტირებული მოთამაშეები არაა:

“მე ვაფასებ ფეხბურთელებს, რომლებიც მხოლოდ შედეგზე არ არიან ორიენტირებულნი. ისინი, ვინც ბურთს იღებენ, ინიციატივას იჩენენ და პირად ორთაბრძოლებში უშიშრად მიდიან — ასეთი მოთამაშეები მჭირდება. ჩვენ გვყავს რამდენიმე შემტევი, რომლებიც ტექნიკითა და სითამამით გამოირჩევიან”, – განაცხადა ენრიკემ.

პსჟ-ს თავკაცმა კონკრეტული გვარებიც დაასახელა და იმედოვნებს, რომ ისინი მატჩის ბედის შეცვლას შეძლებენ:

“დუე, ბარკოლა, დემბელე, მაიული და კვარაცხელია ისეთები არიან, ვისაც შეუძლია როგორც საჯარიმოში, ისე მის ფარგლებს გარეთ ეფექტურად და შედეგიანად მოქმედება.”

მთავარ მწვრთნელს, როგორც ჩანს, თავისუფალი და კრეატიული თამაში უფრო იზიდავს, ვიდრე დისციპლინირებული სქემური ჩარჩო:

“მიხარია, როცა ისინი მოედანზე თავისუფლად გრძნობენ თავს და თავიანთი თამაშით სიამოვნებას იღებენ. ეს არის ის, რაც თანამედროვე ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია”, – დასძინა ლუის ენრიკემ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები