გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

უგოლო სერია შეწყდა – კვარამ ლე მანს გაუტანა

გააზიარეთ

ხვიჩა კვარაცხელიას 12 აგვისტოს შემდეგ გოლი არ გაეტანა და ეს მშრალი სერია ლიგა 1-ის მეექვსე ტურში, ლე მანთან შეწყვიტა. ჩვენებური საქმეში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და მოედანზე შესვლიდან ორ წუთში გაიტანა, რითიც პსჟ დააწინაურა. საბოლოოდ, პარიზულმა გუნდმა 3:1 მოიგო.

დასაწყისში ანგარიში 11-მეტრიანით ლუკას ბერალდომ გახსნა, მაგრამ შესვენების შემდეგ სტუმრებმა ლუი მაფუტას გოლით გაათანაბრეს.

ხვიჩა მოედანზე 59-ე წუთზე შევიდა, 61-ე წუთზე კი, ფაბიან რუისმა საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა, მეკარის მოგერიებულ ბურთს კი ქართველმა დაამატა. მატჩის საბოლოო ანგარიში მაგნეს აკლიუშმა დააფიქსირა – 3:1.

აღსანიშნავია, რომ კომპენსირებულ დროში კვარას კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ დეზირე დუეს გაფუჭებულ პენალტს მახვილი კუთხიდან დაამატა და დარტყმა ზუსტი არ გამოვიდა.

პსჟ-ს 11 ქულა აქვს და ამ დროისთვის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა. ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო ტურში სტრასბურთან, სტუმრად ითამაშებს. იქამდე კი, ჩემპიონთა ლიგაში მანჩესტერ სიტის ესტუმრება…

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები