გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბითაძე უშეცდომოა – ორლანდომ პრე-სეზონი გამარჯვებით დაასრულა

გააზიარეთ

NBA-ს ახალი სეზონი მოახლოვდა, ორლანდო მეჯიქმა კი პრე-სეზონი ნიუ ორლეანს პელიკანსთან გამარჯვებით (132-125) დაასრულა.

ბითაძე პელიკანსთან მატჩში დიდი დროით არ გამოირჩა – ქართველი ცენტრი მოედანზე სათადარიგო სკამიდან შევიდა და 11 წუთში ექვს ქულასთან ერთად ხუთი მოხსნა დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ბითაძემ ნასროლი სამი ორქულიანიდან სამივე ჩააგდო.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი ფრანც ვაგნერი გახლდათ, რომელმაც მეჯიქის გამარჯვებაში 24-ქულიანი წვლილი შეიტანა.

სეზონის გახსნით მატჩში ორლანდოს მეტოქე მაიამი ჰიტი იქნება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად კალათბურთი