გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გიორგი მამარდაშვილის არასახარბიელო სტატისტიკა

გააზიარეთ

პრემიერლიგაში ლივერპულს რთული პერიოდი უდგას. მერსესაიდელებმა ზედიზედ ოთხი შეხვედრა წააგეს. მეცხრე ტურში გუნდი სტუმრად ბრენტფორდთან 2:3 დამარცხდა და უარყოფითი სერია გააგრძელა.

განსაკუთრებით მწარეა ის ფაქტი, რომ წაგებათა სერია იმ დროს დაიწყო, როცა კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს. ქართველი მეკარე ტრავმირებული ალისონის შემცვლელად მოიაზრება, თუმცა გუნდის შედეგებმა უარყოფითი ტონი მიიღო.

ბრიტანული გამოცემების ცნობით, მამარდაშვილი ალექსანდერ ისაკთან ერთად გახდა ლივერპულის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერლიგაში სადებიუტო სამი მატჩი ყველა წააგო. მსგავსი შემთხვევა კლუბს აქამდე არ ჰქონია.

გიორგი მამარდაშვილმა პრემიერლიგაში პირველად ოთხ ოქტომბერს ჩელსისთან ითამაშა, სადაც მერსესაიდელები 1:2 დამარცხდნენ. ამის შემდეგ იგივე ანგარიშით მარცხი იყო მანჩესტერ იუნაიტედთან, ხოლო ბოლო შეხვედრაში ბრენტფორდთანაც ქულების მოპოვება ვერ მოახერხეს.

ამ დროისთვის ლივერპულს ათი ტურის შემდეგ 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება.

მომდევნო ტურში გუნდი საკუთარ სტადიონზე ასტონ ვილას დაუპირისპირდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ლეგიონერები