გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

გონიოს პრეზიდენტი: ვემშვიდობები ქართულ ფეხბურთს

გააზიარეთ

საფეხბურთო კლუბ გონიოს პრეზიდენტი დავით დოლიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს, სადაც გუნდის მიმდინარე შედეგებზე და საკუთარ მომავალზე წერს:

„ბოლო სეზონი….

სახელი გვარები თურმე ფეხბურთს ვეღარ თამაშობენ.

მადლობა დინამო თბილისის აკადემიას თვალების ახელისთვის. სამარცხვინო გუნდი ვართ. ამდენი მარცხი მეტისმეტია ნამდვილად…

ვფიქრობ, შემდეგი თამაშებზე გავალ U-19-ის ბავშვებით, მაინც ახალგაზრდების გულს მოვიგებ და ამით დავამთავრებ ფეხბურთში მოღვაწეობას.

ვემშვიდობები ბოლო სეზონით ქართულ ფეხბურთს. წერტილი“ – წერს დოლიძე.

გონიო ამჟამად საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ში ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზეა. კლუბის მიზანი სეზონის დასაწყისში გაცილებით ამბიციური იყო, გუნდი უმაღლეს ლიგაში დაწინაურებას ესწრაფოდა.

ცნობისთვის, ლიგა 2-ს დასრულებამდე ექვსი ტურია დარჩენილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი