გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გიორგი მიქაუტაძის საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგაზე

გააზიარეთ

უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ საგოლე პასი მიითვალა.  ვილიარეალის ქართველმა ფორვარდმა სტუმრად, დორტმუნდთან მატჩში ,,ასისტი” 66-ე წუთზე შეასრულა. მისი პასით ურუგვაელმა სანტიაგო მაურინიომ იხეირა. იმ მომენტში ანგარიში 1:1 გახდა.

საბოლოოდ, უხვგოლიან დაპირისპირებაში ვილიარეალმა 2:3 წააგო.  მატჩში ერთგვარი ჰეთთრიკი დორტმუნდის გვინეელმა შემტევმა სერუ გირასმა შეასრულა. მან ორი გოლი მეტოქის კარში გაიტანა, ერთი კი საკუთარ კარში.

გიორგი მიქაუტაძემ შეხვედრა სასტარტო თერთმეტეულში დაიწყო და მატჩი სრულად ჩაატარა.

დორტმუნდი (გერმანია) 3:2 ვილიარეალი (ესპანეთი)
1-0 ვეიგა (53 ა.გ.), 1-1 მაურინიო (66), 2-1, 3-1 გირასი (80, 85 პენ.), 3-2 გირასი (90+1 ა.გ.)

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები