გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

დავითაშვილის გოლი და სენტ ეტიენის წარმატებული სვლა

გააზიარეთ

საფრანგეთის ლიგა 2-ის მეორე ტურში სენტ ეტიენმა როდეზი 4:0 გაანადგურა და სეზონი დამაჯერებელი გამარჯვებით გააგრძელა.

თამაშში თავი გამოიჩინა ზურიკო დავითაშვილმა. ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 82 წუთი დაჰყო მოედანზე. 79-ე წუთზე ზუსტად შესრულებული დარტყმით შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

დავითაშვილის შესაძლო ტრანსფერზე ფრანგული მედია მთელი ზაფხულის განმავლობაში ხშირად წერდა, თუმცა ამ დროისთვის ის სენტ ეტიენის მოთამაშედ რჩება და დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონს ლიგა 2-ში გაატარებს.

ორი ტურის შემდეგ სენტ ეტიენს 4 ქულა აქვს და თანალიდერთა შორისაა. მომდევნო შეხვედრას გუნდი 23 აგვისტოს ბულონთან გამართავს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ლეგიონერები