გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

დვალმა ბუცები ჩამოხსნა და ზესტაფონს დაუბრუნდა!

გააზიარეთ

გამოცდილი თავდამსხმელი ჯაბა დვალი კვლავ ვიხილეთ მინდორზე… 40 წლის ფეხბურთელმა დღეს, ლიგა 4-ის 23-ე ტურში, ზესტაფონისა და მარნეულის ალგეთის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. დვალი ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო მატჩი უგოლოდ — 0:0 დასრულდა.

ეს დვალისთვის მინდორზე დაბრუნების პირველი შემთხვევა არ არის — კარიერის დასრულების შემდეგ ის 2021 წელსაც დაუბრუნდა აქტიურ თამაშს და მაშინვე გოლითაც გამოირჩა ზესტაფონის შემადგენლობაში.

საინტერესოა, რომ დღესაც მოქმედ ფეხბურთელობასთან ერთად დვალი კლუბის აღმასრულებელი დირექტორის პოსტსაც იკავებს.

ზესტაფონი ამჟამად ლიგა 4-ის ცხრილში მე-12 პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონასთან სხვაობა ერთი ქულაა.

შეგახსენებთ, ჯაბა დვალი ზესტაფონის ღირსებას წლების განმავლობაში იცავდა და ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ეროვნულ ლიგაში კი მის ანგარიშზე 127 გოლია — ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი ჩვენს ჩემპიონატში.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი