გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ენრიკემ ზაბარნისა და საფონოვის საკითხზე ისაუბრა

გააზიარეთ

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პსჟ-მ ბორმუთიდან ილია ზაბარნი შეიძინა, უკრაინელ მცველს პსჟ-ს მაისურით ოფიციალური დებიუტი კი ლიგა 1-ის პირველ ტურში უკვე ჰქონდა.

ტრანსფერის განხორციელებამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაბარნისთვის პრობლემას პსჟ-ს რუსი მეკარე, მატვეი საფონოვი წარმოადგენდა. ტრანსფერის შემდეგ კი პრესამ დაწერა, რომ პსჟ-ში ამ პრობლემის გადაჭრა შეძლეს და ზაბარნი მზადაა, საფონოვთან საქმიანი ურთიერთობა ჰქონდეს.

აღნიშნული დაადასტურა პსჟ-ს თავკაცმა ლუის ენრიკემაც, რომელმაც მედიასთან სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა:

“რაც შეეხება რუსულ-უკრაინულ კონფლიქტს გუნდში, ვფიქრობ, ფეხბურთი ადამიანების დაახლოების საუკეთესო საშუალებაა. ამ შემთხვევაში, ზაბარნი და საფონოვი პოლიტიკის მიღმა არიან”, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ევროტურნირები