გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ენრიკე ხვიჩასთან დაკავშირებით ჯიუტობს

გააზიარეთ

ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ, სპორტულ გადაცემაში l’After Foot სტუმრობისას, პარი სენ-ჟერმენსა და ხვიჩა კვარაცხელიას თემას შეეხო.

RMC Sport-ის ჟურნალისტის თქმით, პარიზელთა მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ქართველ ფეხბურთელთან დაკავშირებით ზედმეტად ჯიუტად მოქმედებს.

„ერთ საკითხში ლუის ენრიკე კვლავ უარზეა შეცვალოს მიდგომა – ეს არის კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება. აშკარად ჩანს, რომ ეს პოზიცია მას არ უხდება და მისი საუკეთესო თვისებები არ ჩანს. თუ ენრიკე ნამდვილად დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელების როლების გარდაქმნა შეუძლია, მაშინ ასე გააგრძელოს, მაგრამ ეს მხოლოდ საშუალო დონის მეტოქეებთან მუშაობს, მაგალითად ბრესტთან ან ლორიენთან. როცა საქმე დიდ თამაშებს ეხება, ეს ტაქტიკა არ ამართლებს და პრობლემა ჩნდება,“ – აღნიშნა რიოლომ.

როგორც ცნობილია, მიმდინარე სეზონში ლუის ენრიკე ხვიჩა კვარაცხელიას ხშირად მარჯვენა ფლანგზე აყენებს, მარცხენა მხარეს კი ძირითადად ბრედლი ბარკოლა თამაშობს.

ხვიჩა კვარაცხელიამ ამ სეზონში უკვე 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა ყველა ტურნირის გათვალისწინებით და ორი გოლის გატანა და ერთი საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ლეგიონერები