გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ესპანეთის დანაკლისი და იმედები

გააზიარეთ

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქის, ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერჯო სკარიოლომ ის 12-კაციანი განაცხადი დაასახელა, რომელიც კვიპროსზე სათამაშოდ გაემგზავრება.

პირინეელებს რამდენიმე სერიოზული დანაკლისი აქვთ და მწვრთნელსაც, თითქმის ახალი გუნდის შექმნა მოუწია. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ახლა წუწუნის დრო არ არის და რა რესურსიც აქვს, ის უნდა გამოიყენოს.

„ესპანეთს გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე კალათბურთელების ინდივიდუალური ოსტატობა. არც გუნდური სული დაგვეწუნება. ვნახოთ, ამ ტურნირზე სადამდე მისვლას შევძლებთ. პრობლემების მიუხედავად, ნაკრები საუკეთესო კონდიციებში იმყოფება. დანაკლისს ახლა ვერაფერს მოვუხერხებთ და იმ კალათბურთელებს უნდა დავეყრდნოთ, ვინც ახლა გვყავს“, – განაცხადა სკარიოლომ.

ესპანეთის ნაკრებმა მოსამზადებელ ეტაპზე ხუთიდან ოთხი მატჩი წააგო. სკარიოლოს გუნდმა მხოლოდ ჩეხეთს (87:73) მოუგო, ხოლო პორტუგალიასთან (74:76), ორჯერ საფრანგეთთან (67:75, 73:78) და გერმანიასთან (105:106) კი დამარცხდა. ესპანელები დღეს გერმანიას ერთხელაც გაეჯიბრებიან.

სკარიოლოს 12 რჩეულის სია კი ასეთია:

სერხიო დე ლარეა, ხაიმე პრადილა, იანკუბა სიმა, ხაბი ლოპეს-აროსტეგი, ხოსეპ პუერტო (ყველა ვალენსია), მარიო სენტ-სუპერი (გონზაგა), დარიო ბრიზუელა, ხოელ პარა, ვილი ერნანგომესი (ყველა ბარსელონა), სანტი იუსტა (სარაგოსა), ხუანჩო ერნანგომესი (პანათინაიკოსი, საბერძნეთი), სანტი ალდამა (მემფისი).

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

იანვარი 2026
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი