გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

თბილისის დინამომ ჟალგირისი გაანადგურა

გააზიარეთ

უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში თბილისის დინამომ ვილნიუსის ჟალგირისი გაანადგურა.

თემურ ქეცბაიას ბიჭებმა ლიეტუვური გუნდი ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და 3:0 გაიმარჯვეს.

დინამომ თამაში აქტიურად დაიწყო და მატჩის სტარტზე რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა.
პირველ წუთებში თბილისელთა 16 წლის ფეხბურთელი თორნიკე კვარაცხელია აქტიურობდა. მან მოწინააღმდეგე გუნდის მცველები რამდენჯერმე ოსტატურად მოატყუა და დინამოს შეტევები გაამწვავა.

მე-12 წუთზე ნიკა ნინუას გადაცემით ალგასიმ ბა მეკარესთან პირისპირ დარჩა. ჟალგირისის მეკარემ იყოჩაღა და ბურთი კუთხურზე გადავიდა; მე-14 წუთზე ნიკა ნინუას კუთხურიდან ჩაწოდებას გოლი მოყვა – მეკარის უხეში შეცდომა და მეტოქის კარში ბურთი ბოსნიელმა ნუმან კუდრიჩმა გადაგზავნა – 1:0.

26-ე წუთზე ვილნიუსელთა საჯარიმოში შესული ლეო სანტოს ტეიშეირას დარტყმული ბურთი მცველმა ცარიელი კარიდან გამოიტანა, თუმცა მისი თანაგუნდელი იქვე უხეშად შეცდა და – 2:0.

30-ე წუთზე ნიკა ნინუამ ჯარიმიდან ბურთი ხარიხას მოარტყა, მაგრამ ნიკოლოზ უგრეხელიძე იქვე გაჩნდა და ბურთი მეტოქის კარში მშვიდად შეაგორა – 3:0.

მეორე ტაიმში დინამოს ფეხბურთელებმა გოლის გატანა, ვეღარ მოახერხეს, მაგრამ კარი მშრალად შეინახეს და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმეს.

განმეორებითი მატჩი ლიეტუვაში 28 ივლისს გაიმართება.

დინამო (თბილისი)-ჟალგირისი (ლიეტუვა) 3:0

თბილისი. მიხეილ მესხი

1:0 კურდიჩი (14); 2:0 ტეიშეირა (26); 3:0 უგრეხელიძე (30)

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ევროტურნირები