გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

კატასტროფა

გააზიარეთ

სრული კრახი – მხოლოდ ამ და უფრო მძაფრი სიტყვებით თუ შეიძლება შევაფასოთ საქართველოს ნაკრების თამაში ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩში, სადაც სანდრო კობახიძის გაწრთვნილი გუნდი მიხეილ მესხი 2-ზე ისლანდიასთან 1:5 განადგურდა.

მატჩის პერიპეტიების აღწერას ალბათ აზრი არ აქვს და დიდად არც მკითხველს დააინტერესებს, ანგარიში ხომ ისედაც ყველაფერზე მეტყველებს. ახალგაზრდა ისლანდიელმა ფეხბურთელებმა ქართველები ყველა კომპონენტში პირწმინდად დაჩაგრეს და სრულიად დამსახურებულადაც გაიმარჯვეს.

ჩვენი გუნდიდან ერთადერთი გოლი და ისიც მეტოქე მცველის დახმარებით 37-ე წუთზე საბა ავდოევმა გაიტანა, როდესაც მისი დარტყმული ისლანდიელ ფეხბურთელს მოხვდა და ამ ასხლეტის წყალობით კარის ბადეში გაეხვა. იმ ეპიზოდში ანგარიში 1:2 გახდა და თითქოს იმედიც გაჩნდა, თუმცა სტუმრებმა მალევე მესამეც გაიტანეს, ხოლო მეორე ტაიმში კიდევ ორი გოლიც მიაყოლეს და ქართველთა რბევაც დაასრულეს.

მომდევნო მატჩს საქართველოს 17 წლამდე ნაკრები 30 ოქტომბერს კვლავ მიხეილ მესხი 2-ზე საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი