გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

კვარაცხელია კიდევ ერთი ტიტულისთვის იბრძოლებს

გააზიარეთ

დღეს, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ევროპის სუპერთასის მატჩში ბირმინგემის ასტონ ვილას დაუპირისპირდება.
უეფას ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორისა და ევროპა ლიგის გამარჯვებულის დაპირისპირება ზალცბურგის ,,რედ ბულ არენაზე” შედგება.
მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

პსჟ და ასტონ ვილა ერთმანეთს 2025 წლის ჩემპიონთა ლიგის  მეოთხედფინალში შეხვდნენ.
პირველი მატჩი მომავალმა ჩემპიონებმა შინ, 3:1 მოიგეს, ბირმინგემში კი 3:2 წააგეს
პარიზში გამართულ შეხვედრაში ერთი ᲒᲝᲚᲘ ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
ამ ორი მატჩის გარდა ეს გუნდები სხვა დროს ერთმანეთს არ შეხვედრიან.

პსჟ და ასტონ ვილა სუპერთასის მეორედ მოგებას შეეცდებიან.
პსჟ სუპერთასის მოქმედი გამარჯვებულია. პარიზელებმა გასულ წელს ლონდონის ტოტენჰემი პენალტების სერიაში დაამარცხეს. იმ მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 2:2 დასრულდა. ასტონ ვილას კი სუპერთასი შორეულ 1982 წელს აქვს მოპოვებული.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია დღევანდელ მატჩს დიდი ალბათობით, სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.

ავტორი: კახა მიხანაშვილი.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები