
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ინტერვიუ მისცა გამოცემა Inside The Games, სადაც მკაფიოდ დაიცვა იმ ოთხი ქართველი სპორტსმენის უდანაშაულობა, რომლებსაც სპორტული არბიტრაჟის სასამართლომ ოსტარინის გამოყენების გამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.
ტალახაძის თქმით მისთვის გაუგებარია, რატომ იქნა იგნორირებული საბოტაჟის საქმეზე გამოტანილი სისხლის სამართლის განაჩენი.
ქვეყნის სპორტული საზოგადოება განცვიფრებულია CAS-ის მიერ ეროვნული სასამართლოსა და ანტიდოპინგური სააგენტოს დასკვნების გაუქმების შემდეგ, რითაც რამდენიმე ცნობილ ქართველ სპორტსმენს ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება ორწლიან კომპლექსურ ანტიდოპინგურ საქმეში მორიგ ეტაპს წარმოადგენს, რომელიც მიზანმიმართული საბოტაჟის ბრალდებებს ეხება.
საქმე 2023 წელს აღიძრა, როდესაც სამი ძალოსანი, რევაზ დავითაძე, გურამ გიორბელიძე და კახი ასანიძე, მოჭიდავეებთან დათო ფირუზაშვილთან და ნიკა კენჭაძესთან ერთად დროებით დისკვალიფიკაციის ქვეშ მოექცნენ მას შემდეგ, რაც ბაკურიანში, საწვრთნელ ბაზაზე ჩატარებული არასაშეჯიბრო საკონტროლო შემოწმების დროს მათ ტესტში პრეპარატ ოსტარინზე დადებით პასუხი დაუდგინდათ.
აკრძალვის შემდეგ თბილისის საქალაქ სასამართლომ 2024 წლის 20 ივნისს დაადგინა, რომ ერთმა პირმა სპორტსმენების სასმელ წყალში ოსტარინი განზრახ მოახვერდა. ამ დასკვნის საფუძველზე საქართველოს ანტიდოპუნგურმა სააგენტომ 2024 წლის შემოდგომაზე სპორტსმენები უდანაშაულოდ ცნო, თუმცა მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) იმავე წლის 8 ნოემბერს სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) აპელაციით მიმართა. შედეგად CAS-ის საბოლოო გადაწყვეტილებამ, რომელიც 2025 წლის 30 სექტემბერს გამოცხადდა, საბოლოოდ დაადასტურა WADA-ს პოზიცია და ოთხ სპორტსმენს ოთხ-ოთხ წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. კახი ასანიძე ჯერ კიდევ CAS-ის გადაწყვეტილების მოლოდიონშია.
სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ლაშა ტალახაძემ გამოცემა Inside The Games-თან ინტერვიუში მტკიცედ დაიცვა ქართველი სპორტსმენების პოზიცია და საერთაშორისო გადაწყვეტილების მიმართ ღრმა იმედგაცრუება გამოხატა.
მან ისაუბრა საკითხებზე, რომლებიც ეხებოდა CAS-ის გადაწყვეტილების სისწორეს, სპორტსმენების უდანაშაულობას, ფედერაციის მხარდაჭერას, ქვეყნის იმიჯზე ზემოქმედებას და 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის სტატუსს.
შეკითხვაზე, თუ რატომ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უგულვებელყოფილი, ტალახაძემ გუნდის ემოციურ ზეწოლაზე ისაუბრა.
„ეს საკითხი უკვე რამდენიმე წელია გრძელდება — ფაქტობრივად, იმ პერიოდიდან იწყება, როცა მე თავად ვიყავი მოქმედი სპორტსმენი და ვემზადებოდი 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობისათვის. ძალიან მკაფიოდ მახსოვს, როგორ იმოქმედა ამ ყველაფერმა გუნდის თითოეულ წევრზე — როგორც ემოციურად, ისე ფსიქოლოგიურად.”
მან ხაზგასმით აღნიშნა მტკივნეული გამოცდილება, როდესაც ორმა სპორტსმენმა დისკვალიფიკაციაზე ინფორმაცია ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებისთანავე შეიტყო და განსაკუთრებით აღნიშნა დავითაძე, რომელმაც „ეს ყველაფერი მეორედ გადაიტანა, როდესაც ახლახან ფორდეში მსოფლიო ჩემპიონატზე ჩავიდა მხოლოდ იმისათვის, რომ მოულოდნელად ისევ ჩაეხსნათ შეჯიბრებიდან და სახლში გამოეშვათ, რაც დამანგრეველი გამოცდილებაა“.
ტალახაძემ, როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა, დაადასტურა თავისი მზადყოფნა „გააკეთოს ყველაფერი, რაც მის ძალაშია, რათა სპორტსმენებისთვის აღდგეს სამართალი” და შეეხო საქმის არსებით მხარეს: „მე ასევე ვერ ვახერხებ სრულად გავიაზრო, რა იყო თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილების უგულვებელყოფის მიზეზი — ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება საქართველოში სამოქალაქო სასამართლომ დაადგინოს სპორტსმენების წინააღმდეგ განხორციელებული დივერსია და დამნაშავეც გაასამართლოს, ხოლო სპორტულმა ორგანიზაციებმა ეს განაჩენი არ მიიღონ ცნობად და გადაწყვეტილებები, დამოუკიდებლად, სისხლის სამართლის ვერდიქტისგან სრულიად განცალკევებით მიიღონ“ — აცხადებს ტალახაძე.
სპორტსმენების უდანაშაულობასა და ფედერაციის მხარდაჭერაზე საუბრისას, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა: „მე ნამდვილად მჯერა, რომ სპორტსმენები უდანაშაულონი არიან და სამართალი უნდა აღდგეს.“ მან ხაზი გაუსვა სისხლის სამართლის პროცესების შედეგად დადგენილი ფაქტების მნიშვნელობას:
„ფედერაციისთვის, ისევე როგორც ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, რომ სისხლის სამართლის პროცესების დროს დადგინდა ფაქტები და იდენტიფიცირდა პირი, რომელმაც სპორტსმენების წინააღმდეგ მიზანმიმართულად იმოქმედა. ეს ადასტურებს, რომ სპორტსმენებს დოპინგი შეგნებულად არ მიუღიათ, არამედ გახდნენ საბოტაჟის მსხვერპლნი, რომლის წინასწარ განჭვრეტაც შეუძლებელი იყო.“
ტალახაძემ დაადასტურა ფედერაციის უწყვეტი მხარდაჭერაც: “თავიდანვე ფედერაცია იყო სპორტსმენებთან ერთად ამ საქმის გამოძიების წამომწყები. ჩვენ ვუჭერთ მხარს ჩვენს სპორტსმენებს მათი ქეისების დაწყების დღიდან და ვპირდები, რომ მათ მხარს დავუჭერთ მომავალშიც, თუკი გადაწყვეტენ CAS-ის გადაწყვეტილების გასაჩივრებას.“
ყოველივე ამის მიუხედავად, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია რჩება სპორტისადმი და მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებებისადმი ერთგული. 2026 წლის დიდების ევროპის ჩემპიონატის ბათუმში ჩატარების საკითხზე ტალახაძემ დაადასტურა, რომ მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
„საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია საერთაშორისო ღონისძიებების უმაღლეს დონეზე ორგანიზება, რაც არც ამჯერად იქნება გამონაკლისი. ჩვენი ერთგულება და თავდადება ამ სპორტის მიმართ უცვლელია — გავაგრძელებთ მაღალი სტანდარტების შენარჩუნებას, როგორც სპორტულ შედეგებში, ისე ღირებულებებში. საქართველო სიამაყით მიიღებს ევროპას ბათუმში და უმასპინძლებს ჩემპიონატს, რომელიც შეესაბამება ჩვენს ტრადიციებსა და ეროვნულ სულისკვეთებას.“
ტალახაძემ ინტერვიუს დასასრულს ქვეყნის იმიჯის საკითხზე ემოციურად და მტკიცედ დასძინა: „მე წარმოვადგენ პატარა ქვეყანას, რომელსაც დიდი ისტორია და უძველესი ტრადიციები აქვს. საქართველო იმსახურებს, რომ მისი ხმა მოისმინონ და პატივი სცენ. საბოლოოდ სიმართლე აუცილებლად გაირკვევა, საქართველოს ჰიმნი კიდევ ბევრჯერ აჟღერდება, ხოლო ჩვენი დროშა ამაყად იფრიალებს. ჩვენ გვაქვს ძალაც, სულისკვეთებაც და მიზანდასახულობაც, რათა ეს რეალობად ვაქციოთ.“
იხილე მეტი
-
ნაკრები
/ 5 საათის ago19-წლამდელებმა საკვალიფიკაციო მარცხით დაიწყეს
გააზიარეთხორვატიაში დაიწყო ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდი 19 წლამდე ფეხბურთელთა შორის, სადაც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ევროტურნირები
/ 7 საათის agoთბილისის დინამო მინსკის დინამოს ორჯერ უმასპინძლებს
გააზიარეთთბილისის დინამო UEFA-ს ახალგაზრდული ლიგის დასკვნით საკვალიფიკაციო ეტაპზეა და ფინალურ ეტაპზე მოხვედრის უკეთესი შანსი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 8 საათის agoნიკო ხუნაშვილი – იტალიური ტურნირის 14 წლის MVP
გააზიარეთ14 წლის ქართველი კალათბურთელი ნიკო ხუნაშვილი იტალიაში გამართული 15-წლამდელთა ტურნირის, Yebl-ის MVP გახდა. ხუნაშვილს...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი