გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ლორთქიფანიძე მილანთან მატჩის განაცხადშია

გააზიარეთ

იტალიის ჩემპიონატის ახალი სეზონი „სან სიროზე“ გაიხსნება, სადაც მილანი კრემონეზეს დაუპირისპირდება. სტუმართა განაცხადში მოხვდა 20 წლის ქართველი ნახევარმცველი დაჩი ლორთქიფანიძე.

ლორთქიფანიძე გასულ სეზონს კრემონეზეში ატარებდა, თუმცა ძირითადად სერია B-ში ჰქონდა პრაქტიკა. მას კარგად იცნობს ქართველი გულშემატკივარი – წარსულში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს კაპიტნობდა და 21-წლამდელთა გუნდშიც ჰქონდა გამოძახება რამაზ სვანაძისგან.

ახალგაზრდა ფეხბურთელის მომავალი ჯერ საბოლოოდ გარკვეული არ არის. ტრანსფერის ფანჯარა 1 სექტემბერს იხურება და ამ დროისთვის გარკვეულია მხოლოდ ის, რომ კრემონეზე სერიოზულად ფიქრობს მის შენარჩუნებაზე. არსებობს რეალური შანსი, რომ ლორთქიფანიძე სერია A-ში რეგულარულად ვიხილოთ.

აღსანიშნავია, რომ კრემონეზეს მთავარი მწვრთნელი დავიდე ნიკოლაა.

ქართველი ფეხბურთელის სერია A-ში დებიუტს ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი დიდი ინტერესით ელოდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ლეგიონერები