გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

მარცხი და ორი შანსი

გააზიარეთ

გერმანიის ბუნდესლიგის 2025-26 წლების სეზონი დაიწყო, სადაც ჩვენ ინტერესის სფეროს ჰაიდენჰაიმი და ბუდუ ზივზივაძე წარმოადგენენ.

შეგახსენებთ, წინა სეზონში ჰაიდენჰაიმს ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეიაუტის თამაშები დასჭირდა და ორ მატჩიანი დუელიდანაც გამარჯვებული გამოვიდა. ძნელი სათქმელია მიმდინარე სეზონში რა იქნება გუნდის მთავარი მიზანი, ალბათ უფრო მეორე ბუდნესლიგაში არ გავარდნა, თუმცა ჯერ მხოლოდ პირველი ტური ჩამთავრდა და რაიმეს გადაჭრით თქმა არ ეგების.

სტარტი კი ჰაიდენჰაიმს წარუმატებელი გამოუვიდა. ბუდუ და კომპანია შინაურ კედლებში ვოლსბურგთან 1:3 დამარცხდა. ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და მატჩის 71-ე წუთზე კაუფმანით შეიცვალა, მანამდე კი გოლის გატანის ორი მეტნაკლებად ხელსაყრელი შანსი შეექმნა და ორივე პირველ ტაიმში, თუმცა ვერ ისარგებლა. რაც შეეხება შეფასებას, ბუდუს 6.0 ქულა ერგო.

მომდევნო ტურში, ჰაიდენჰაიმი 30 აგვისტოს სტუმრად ბაიერნისგან განადგურებულ ლაიპციგს დაუპირისპირდება.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ფეხბურთი