გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მიქაუტაძით ინგლისური გრანდი ინტერესდება 

გააზიარეთ

გიორგი მიქაუტაძის მიმართ ინტერესს ლონდონის ტოტენჰემი იჩენს. ბრიტანული მედიის ცნობით, ინგლისური კლუბი მომავალი სატრანსფერო ფანჯრისთვის თავდასხმის ხაზის გაძლიერებაზე მუშაობს და ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ქართველი ფორვარდი განიხილება.

წყაროების ინფორმაციით, ტოტენჰემი მზად არის ვილიარეალს დაახლოებით 60 მილიონი ევრო შესთავაზოს. ეს თანხა ორჯერ აღემატება იმ თანხას, რაც ესპანურმა კლუბმა გასულ ზაფხულს ფეხბურთელის შესაძენად გადაიხადა.

მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი სწორედ ტოტენჰემის წინააღმდეგ აღნიშნა. ლა ლიგის მიმდინარე სეზონში კი ვილიარეალი მტკიცედ ასპარეზობს — შვიდი ტურის შემდეგ გუნდს 16 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზე იმყოფება. ქართველმა თავდამსხმელმა ახალ კლუბში ჩატარებულ ხუთ მატჩში გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება უკვე შეძლო.

ტოტენჰემის მხრიდან აღნიშნული ინტერესი ადასტურებს, რომ გიორგი მიქაუტაძე ევროპის წამყვან ჩემპიონატებში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფორვარდად განიხილება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები