გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

მიქაუტაძის ვილიარეალის მორიგი გამარჯვება 

გააზიარეთ

ლა ლიგის მეშვიდე ტურში გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალმა საკუთარ მოედანზე ატლეტიკ ბილბაო დაძაბულ შეხვედრაში მინიმალური სხვაობით დაამარცხა – 1:0.

შეხვედრის ბედი მეორე ტაიმში გადაწყდა: 77-ე წუთზე, შეცვლიდან მინდორზე რამდენიმე წუთის შესული ალბერტო მოლეირო გახდა გამარჯვების გოლის ავტორი.

მიქაუტაძე სასტარტოში იყო და 72 წუთი დაჰყო მოედანზე და მისი თამაში 6.3 ქულით შეფასდა. ქართველმა ფორვარდი ამჯერად შედეგიანობით ვერ გამოირჩა, თუმცა უკვე აქვს ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა ესპანური კლუბის მაისურით.

მარსელინოს გუნდი შესანიშნავ ფორმაშია – ვილიარეალმა ლა ლიგაში ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და 16 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება.

მომდევნო კვირა მეტად დატვირთული იქნება: 1 ოქტომბერს ესპანელები ჩემპიონთა ლიგის მატჩში ტურინის იუვენტუსს მიიღებენ, ხოლო 4 ოქტომბერს სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის რეალს დაუპირისპირდებიან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები