გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მოქმედი ჩემპიონის გამარჯვება ოვერტაიმში – NBA დაბრუნდა

გააზიარეთ

NBA-ს რეგულარული სეზონი ორი ბრწყინვალე მატჩით დაგვიბრუნდა!

გახსნით შეხვედრაში მოქმედმა ჩემპიონმა ოკლაჰომა სითი თანდერმა გასულ ოფსეზონზე ყველაზე მეტად გაძლიერებული ჰიუსტონ როქეთსი ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, ორმაგ ოვერტაიმში, 125-124 დაამარცხა.

გამარჯვებული გუნდის მხრიდან საუკეთესო მოქმედი MVP, შაი გილჯეს-ალექსანდერი იყო, რომელმაც 47 წუთში 35 ქულა, 5 მოხსნა და 5 ასისტი შეასრულა, ხოლო ჰიუსტონის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი 39 ქულით, 11 მოხსნითა და 7 შედეგიანი პასით ალპერენ სენგუნი იყო.

მეორე შეხვედრა გაცილებით ნაკლებად დაძაბული აღმოჩნდა, სადაც გოლდენ სტეიტმა სტუმრად ლოს-ანჯელეს ლეიკერსი დამაჯერებლად, 119-109 დაამარცხა. სტივ კერის გუნდში გამორჩეულები ჯიმი ბატლერისა და სტეფ კარის დუეტი იყვნენ, ხოლო ლეიკერსის მხრიდან ცალსახად ლუკა დონჩიჩი იყო საუკეთესო, რომელმაც 43 ქულა, 12 მოხსნა და 9 ასისტი გააკეთა.

დანარჩენი გუნდები რეგულარულ სეზონს დღეს გახსნიან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად კალათბურთი