გამოგვიწერეთ

სხვა...

ოქრო ჩინეთის გრანპრიდან

გააზიარეთ

ჩინეთში ფიგურულ ციგურაობაში ISU-ს გრან პრის მორიგი ეტაპი გაიმართა, რომელშიც ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა საქართველოს ოქროს მედლები მოუტანა.

ქართველმა სპორტსმენებმა 2025 Cup of China-ს მოკლე პროგრამაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს, თავისუფალ პროგრამაში 139.47 ქულა დააგროვეს და ორი პროგრამის ჯამში 217.24 ქულით ოქროს მედლებს დაეუფლნენ.

ვერცხლის მედლები იტალიელებმა სარა კონტიმ და ნიკოლო მასიიმ (209.88) მოიპოვეს, მესამე ადგილზე კი ჩინელები – ვენჯუნ სუი და კონგ ჰანი (202.92) გავიდნენ.

დღესვე თავისუფალი პროგრამა ანასტასია გუბანოვამ შეასრულა, რომელმაც 131.60 ქულა (67.41 ტექნიკური ელემენტებისთვის + 64.19 პროგრამული კომპონენტებისთვის) დაიმსახურა. გუბანოვამ ორი პროგრამის ჯამში მოგროვებული 197.88 ქულით მეოთხეადგილი დაიკავა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად სხვა...