გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

სამგურალის ქამბექი – დინამომ ბოლო წუთზე ვერ მოიგო

გააზიარეთ

ეროვნული ლიგის 28-ე ტური გამორჩეულად დაძაბული და დრამატული გამოდგა — ფოთში სამგურალმა შესანიშნავი დაბრუნება მოახერხა, ხოლო დედაქალაქურ დერბიში დინამო თბილისმა ბოლო წამებზე გაუშვა მოგების შანსი.

ფოთის კოლხეთი 2:3 წყალტუბოს სამგურალი 

ფოთში აუტსაიდერმა კოლხეთმა კარგი სტარტი აიღო და მე-3 წუთზე სტუმრების მცველის, ვინისიუსის ავტოგოლით დაწინაურდა.

თუმცა წყალტუბოელებმა სიტუაცია მალევე გამოასწორეს და მე-18 წუთზე დემურ ჩიხლაძემ კაპიტნის, ჟან კარლოსის აქტიური შეტევა გოლით დაასრულა — 1:1.

პირველი ტაიმი მაინც მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა: გიორგი ხარებავამ შორიდან ეფექტური დარტყმით მეორე გოლი გაიტანა და ანგარიში 2:1 გახადა.

მეორე ტაიმის დასაწყისში სამგურალმა ძალები მოიკრიბა და სულ ორ წუთში მოახერხა შემოტრიალება.

48-ე წუთზე ირაკლი ჯანჯღავამ გაათანაბრა, ხოლო 50-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ გამარჯვების გოლი გაიტანა — 2:3.

ფანცულაიამ მიმდინარე სეზონში უკვე მე-12 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ბიორ იონსენს დაეწია.

ამ გამარჯვების შემდეგ სამგურალი 32 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა და მომდევნო ტურში დინამო თბილისს უმასპინძლებს.

კოლხეთი კი 19 ქულით ბოლო ადგილზეა და შემდეგ ტურში თელავს შეხვდება.

ინამო თბილისი 1:1 დინამო ბათუმი

ტურის მეორე ცენტრალური მატჩი დაძაბული სცენარით წარიმართა.

მე-60 წუთზე ირაკლი სირაძემ დედაქალაქელები წინ გაიყვანა, თუმცა შეხვედრის დამატებულ წუთებზე ბათუმელებმა პენალტი მოიპოვეს და ნიკოლოზ კალანდარიშვილმა ანგარიში გაათანაბრა.

ბოლო წუთებზე დაკარგულმა გამარჯვებამ თბილისელები მესამე ადგილზე დატოვა. მათ აქტივში 46 ქულაა.

დინამო ბათუმი 37 ქულით მეხუთე პოზიციაზეა და შემდეგ ტურში საგარეჯოში გარეჯს დაუპირისპირდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი