
ეროვნულ ლიგაში მე-12 ტური სამი მატჩით დაიწყო და სატურნირო ცხრილშიც სიტუაცია უფრო დაიძაბა.
იბერია 1999-ტორპედო 1:1
0:1 დეისაძე (6); 1:1 ღუდუშაური (44)
ლიდერი იბერია შინ აგებდა ტორპედოსთან, მაგრამ შეხვედრა ფრედ დასრულდა – 1:1.
სწრაფი გოლი ვნახეთ. მატეო ითრაქის პასის შემდეგ დიეგო დეისაძემ მცველს პოზიციური ბრძოლა მოუგო საჯარიმოში შეიჭრა და დაბალ კუთხეში დარტყმით გაიტანა.
ტაიმის ბოლოს კი ნიკოლოზ დადიანის ჩაწოდებულს პაატა ღუდუშაურის ზუსტი თავური მოჰყვა და 1:1.
მომენტები კიდევ იყო, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.
მეშახტე-დილა 0:1
0:1; 0:2 შეყილაძე (17; 38)
დილას ბოლო ორი მატჩი წაგებული ჰქონდა, რასაც იტალიელი მწვრთნელის, დიეგო ლონგოს პოსტიდან წასვლა მოჰყვა. ტყიბულის მეშახტესთან კი გორელებს დროებითი მწვრთნელი, რამაზ სოღოლაშვილი ხელმძღვანელობდა, ხოლო ახალი მწვრთნელი ლევან კორღალიძე იქნება.
დილამ შოთა შეყილაძის დუბლით სძლია მეშახტეს. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. შეყილაძემ ჯერ მეშახტეს მეკარე ლევან შოვნაძის მიერ ცუდად მოგერიებულ ბურთს დაამატა და ასე გახსნა ანგარიში; მერე კი ოთარ ფარულავას გრძელი პასით ახლო კუთხეში ზუსტად დაარტყა და ორამდე გაზარდა სხვაობა.
დინამო (ბთ)-სამგურალი 3:1
1:0 კალანდარიშვილი (22); 2:0 კობახიძე (35); 3:0 კოხრეიძე (55); 3:1 პაპავა (71)
ზღვისპირელებმა მარტივად მოიგეს: მასპინძლებმა პირველ ტაიმში ორივე გოლი კუთხურიდან შექმნეს. ორივეჯერ უერდი მარამ ჩააწოდა, ოღონდ სხვადასხვა მხრიდან. ჯერ ნიკა კალანდარიშვილმა გაიტანა, მერე – მამუკა კობახიძემ. ორივემ თავურით. ორივე მცველმა…
56-ე წუთზე გიორგი კოხრეიძემ ტექნიკური დარტყმით სამამდე გაზარდა სხვაობა. აღსანიშნავია, რომ საგოლე პასი ისევ უერდი მარასი იყო. ალბანელმა სამი ასისტი გაახერხა…
სამგურალმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანა: ლევან გეგეჭკორის ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე ლაზარე კუპატაძემ ითამაშა, ბურთი ხელიდან გაუვარდა და ლევან პაპავამ ამით ისარგებლა და 3:1.
11 მაისს ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართება: სპაერი შინ გაგრას დაუხვდება, ხოლო რუსთავი დინამოს თბილისს უმაპინძლებს.
სატურნირო ცხრილი:
1.იბერია 12 7 3 2 19-9 24
2.რუსთავი 11 5 4 2 13-8 19
3.დილა 12 6 1 5 10-8 19
4.ტორპედო 12 4 5 3 19-10 17
5.დინამო (თბ) 11 3 6 2 12-11 15
6.დინამო (ბთ) 12 3 5 4 15-19 14
7.სამგურალი 12 4 2 6 14-21 14
8.სპაერი 11 3 3 5 14-15 12
9.გაგრა 11 2 4 5 10-16 10
10.მეშახტე 12 1 7 4 7-16 10
იხილე მეტი
-
ნაკრები
/ 5 საათის agoბორჯღალოსნების საიუბილეო შემადგენლობა
გააზიარეთ14 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 37-წლიან ისტორიაში თავის მე-300 ოფიციალურ მატჩს ითამაშებს. მსოფლიო რაგბის...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 8 საათის agoბუდუ ზივზივაძე: ჯგუფში ადგილს მნიშვნელობა აქვს
გააზიარეთსაქართველოს ნაკრები ნოემბრის სანაკრებო პაუზის პირველ შეხვედრას უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს. მადიარებს 14 ნოემბერს, მიხეილ...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ნაკრები
/ 1 დღის agoნაკრებში ვირუსია – სვანაძეს საფიქრალი მოემატა
გააზიარეთსაქართველოს ნაკრები წლის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება აგრძელებს. შეკრების მესამე დღეს საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი