გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

უდინეზეს დრამატული გამარჯვება – გოგლიჩიძის 90 წუთი

გააზიარეთ

სერია ა-ს მერვე ტურში საბა გოგლიჩიძის უდინეზემ ლეჩეს უმასპინძლა და დრამატულ შეხვედრაში, 3-2 სძლია.

მასპინძლები უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ. მათ პირველი ტაიმი იასპერ კარლსტრომისა და კენან დევისის გოლებით დამაჯერებლად მოიგეს, თუმცა ლეჩემ მეორე ტაიმის სტარტზე ბერიშას გოლით სიტუაციის დაძაბვა მოახერხა. უდინეზემ 89-ე წუთზე სხვაობა კვლავ ორბურთიანი გახადა, თუმცა 96-ე წუთზე სტუმრების კიდევ ერთმა გოლმა სიტუაცია ოდნავ დაძაბა, მაგრამ უდინეზემ უპირატესობის შენარჩუნება შეძლო.

ჩვენთვის ეს მატჩი კიდევ უფრო საინტერესო იმით იყო, რომ 90 წუთი ითამაშა საბა გოგლიჩიძემ. იგი სამ მცველიან ტაქტიკაში პირველივე წუთიდან სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა კარგი შეხვედრა ვერ ჩაატარა. სოფასქორის მიხედვით, გოგლიჩიძის შეფასება გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი, 6.4 იყო.

ჩატარებულ რვა მატჩში 12 ქულით უდინეზე სერია ა-ს მერვე ადგილზეა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ლეგიონერები