გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

შოთა არველაძე – ყველა მატჩს ჩამორჩენით ვიწყებთ

გააზიარეთ

თურქეთის ჩემპიონატის მეათე ტურში ქაშიმფაშა, რომელსაც შოთა არველაძე წრთვნის შინაურ არენაზე ბეშიქთაშს დაუხვდა და ადგილობრივი მასშტაბით მრისხანე მეტოქესთან დაზავდა – 1:1.

მატჩის შემდეგ მედიასთან საუბარში ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ეს ქულა დიდწილად მათი მეკარის დამსახურებაა:

„თითქმის ყველა მატჩს ჩამორჩენით ვიწყებთ და გოლს სტარტზევე ვუშვებთ. ამ მხრივ ბევრი გვაქვს სამუშაო. ახლაც ასე მოხდა, მაგრამ გაშვებული გოლის შემდეგ თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად გამოვასწორეთ და ანგარიშიც გავათანაბრეთ.

მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენი გუნდის მეკარეს. მან არაჩვეულებრივად ითამაშა და ეს მოპოვებული ქულაც მისი დიდი დამსახურებაა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ წაგებას მან გადაგვარჩინა.

ბოლო ხანებში საკადრო პრობლემები მოგვეძალა და არც გრძელი სათადარიგო სკამი გვყავს. ბეშიქთაშზე კი რა უნდა ვთქვა. ის ძლიერი და ისტორიული კლუბია, რომელსაც დიდებული გულშემატკივრები ჰყავს.

რთული მატჩი გამოდგა და კარგია, რომ ქულა მაინც მოვიპოვეთ“ – აღნიშნა შოთა არველაძემ.

ქაშიმფაშას 10 ტურის შემდეგ ამდენივე ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა. მომდევნო მატჩს შოთა არველაძის გუნდი 2 ნოემბერს სტუმრად ქაისერთან გამართავს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ფეხბურთი