გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ცნობილია როდის ჩამოვა ფაბრიციო რომანო საქართველოში

გააზიარეთ

სპორტის ჟურნალისტიკის ყველაზე ცნობილ სახეს, ფაბრიციო რომანოს, საქართველოს დედაქალაქი უმასპინძლებს. ღონისძიება 19 სექტემბერს გაიმართება და მას ორგანიზებას „Sports Orient“ და „Adjarabet Arena“ უწევენ.

იტალიელი ჟურნალისტი თბილისის Radisson Blu Iveria Hotel-ში სპეციალურ საფეხბურთო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ქართველი ფეხბურთელების ბოლო დროინდელ წარმატებებზე და ევროპულ კლუბებში მათ შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრებს.

გარდა ამისა, რომანო სპორტის გულშემატკივრებისთვის ღია შეხვედრას გამართავს და კითხვებსაც უპასუხებს. ასევე, სპორტული ჟურნალისტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებს დაეხმარება სპეციალური მასტერკლასის საშუალებით.

ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია ბილეთების შეძენით, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია TKT.ge-ზე.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ფეხბურთი