გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

ხვიჩამ ლიგაზე, შენგელიამ თასზე

გააზიარეთ

სანამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ხურდება, მანამდე სხვადასხვა ქვეყნებში თასის გათამაშებები მიმდინარეობს. ასეა საბერძნეთშიც, სადაც ოფი კრეტემ კავალას უმასპინძლა და უმარტივესად 3:0 დაამარცხა.

ალბათ იფიქრებთ ვის რაში ანაღვლებს საბერძნეთის თასის გათამაშებაო. საქმე იმაშია, რომ ოფის რიგებში ჩვენებური ლევან შენგელია ირიცხება და აღნიშნულ მატჩში თავი ეფექტური გოლითაც გამოიჩინა.

საქართველოს ნაკრების გარემარბი ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და 43-ე წუთზე მოხდენილი შორეული დარტყმით მეტოქის კარში ლამაზი გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში ეს ლევან შენგელიასთვის პირველი გოლია, ხოლო მისი გუნდი საბერძნეთის თასის მომდევნო ეტაპზე 24 სექტემბერს სტუმრად კალათეასთან ითამაშებს.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები