გამოგვიწერეთ

ნაკრები

ჰაჩიოსმანოღლუ: მათთვის ფინალია, ჩვენთვის ჩვეულებრივი თამაში

გააზიარეთ

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იბრაჰიმ ჰაჩიოსმანოღლუ ბულგარეთთან გამართული 6:1 გამარჯვების შემდეგ ეროვნულ გუნდის გასახდელს ეწვია და ფეხბურთელებს სიტყვით მიმართა — ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ძალიან ამაყი ვარ იმით, თუ როგორ ითამაშეთ დღეს. ასეთ გამარჯვებებს ჩვენი გულშემატკივარი იმსახურებს. ბურთების სხვაობის გამოსწორება მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ეს მატჩი უკვე წარსულია — ახლა მხოლოდ საქართველოსთან შეხვედრაზე უნდა გვქონდეს ფიქრი. მათთვის ეს თამაში ფინალის ტოლფასია, ჩვენთვის კი ჩვეულებრივი მატჩი, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ. მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად სულ ცოტა დაგვრჩა და ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ,“ — აღნიშნა ჰაჩიოსმანოღლუმ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება 14 ოქტომბერს, 22:45 საათზე გაიმართება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2025
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

იხილეთ სრულად ნაკრები