გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

“ამას მხოლოდ ფლეისთეიშენის თამაშის დროს ვიფიქრებდი” – შიმიჩი

გააზიარეთ

ქუთაისის ტორპედომ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუვიწყარი მატჩი ჩაატარა და ყაზახური ორდაბასი 4:3 დაამარცხა.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი გმირი მატეი შიმიჩი გახლდათ, რომელმაც ორჯერ აიღო მეტოქის კარი და მატჩის შემდეგ შთაბეჭდილებები მედიას გაუზიარა:

“ძალიან მიხარია ტორპედოში დებიუტი და დუბლი. თავს სიზმარში ვგრძნობ. ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით – ორჯერ ვაგებდით და მაინც შევძელით თამაშის შემოტრიალება. ახლა წინ ბევრი სამუშაო გვაქვს, რათა თამაში უფრო ხარისხიანი გავხადოთ. საჭიროა საუკეთესო გზის პოვნა და 90 წუთის მაქსიმალურად გამოყენება. მჯერა, რომ შემდეგ ეტაპზე გავალთ. ქალაქმა, გუნდმა და თანაგუნდელებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ადაპტაცია მარტივად გამევლო და დღეს უკვე ისე ვარ, თითქოს საკუთარ სახლში ვარ.

ორი გოლის გატანას ვერ წარმოვიდგენდი. ამას მხოლოდ ფლეისთეიშენის თამაშის დროს ვიფიქრებდი”.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები