გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ყველაზე მდიდრები – კორტს მიღმაც მთავარი კონკურენტები

გააზიარეთ

ჩოგბურთი სპორტის ერთ-ერთ იმ იშვიათ სახეობას განეკუთვნება, სადაც ასე ვთქვათ ყოველთვიური  „მოჭრილი“ ხელფასი არ არსებობს და სამეფო სპორტის წარმომადგენლების ძირითადი შემოსავალი ტურნირების  საპრიზო ფონდებიდან და რეკლამებიდან გამომუშავებული თანხაა.

პოპულარულმა გამოცემა Forbes-მა ტრადიციულად ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩოგბურთელების ჩამონათვალი გააკეთა.

სიის სათავეში ესპანელი ტალანტი კარლოს ალკარასია, რომელიც ამჟამად რეიტინგის მეორე ნომერია. ალკარასმა 2024 წელს 48,3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. საგულისხმოა, რომ მეიჯორების ხუთგზის ჩემპიონი აღნიშნული რეიტინგის ლიდერად ზედიზედ მეორედ მოგვევლინა.

ალკარასს კვალში უდგას კორტზე მისი უშუალო კონკურენტი იანიკ სინერი. იტალიელი მეჩოგნე აქ ალკარასს კი ჩამორჩება, მაგრამ სამაგიეროდ რეიტინგის პირველი ნომერია. სინერმა შარშან 47, 3 მილიონი ჩაიჯიბა.

მესამე საპრიზო ადგილზე კი უკვე მანდილოსანი ჩოგბურთელი გვევლინება და ის კოკო გაუფია. წლევანდელი როლან გაროსის ტრიუმფატორი ამერიკელი 37,2 მილიონით გამდიდრდა.

სიის ათეული კი ასე გამოიყურება:

4. ნოვაკ ჯოკოვიჩი – 29, 6 მილიონი

5. არინა საბალენკა – 27, 4 მილიონი

6. ჩჯენ ცინვენი – 26, 1 მილიონი

7. იგა შვიონტეკი – 24 მილიონი

8. ტეილორ ფრიცი – 15, 6 მილიონი

9. ფრენსის ტიაფუ – 15, 2 მილიონი

10. დანილ მედვედევი – 14, 3 მილიონი

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი