გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

“არანაირი ზეწოლის ქვეშ ვარ” – იამალი ბარსელონას ახალი ათიანია

გააზიარეთ

კატალონიური კლუბის ესპანელმა ტალანტმა, ლამინე იამალმა კლუბთან კონტრაქტი 2031 წლამდე გაახანგრძლივა და ლეგენდარული 10 ნომერი გადაეცა.

„არანაირი ზეწოლის ქვეშ ვარ“ – განუცხადა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს.

“ბლაუგრანას” ყოფილი 10 ნომერი, ანსუ ფატი კლუბმა მონაკოში გაუშვა. როგორც მოგეხსენებათ, ფატიც ბარსას ტალანტი იყო, მაგრამ 10 ნომრიანი მაისურის მორგების შემდეგ, ტრავმებმა სერიოზული პრობლემები შეუქმნეს და შეიძლება ითქვას, კარიერა გაუნადგურეს. იმედია, ესპანელი შემტევი თანამემამულის ბედს არ გაიზიარებს და ფეხბურთი კიდევ ერთ ამომავალ ვარსკვლავს არ დაკარგავს.

ფატიმდე, 10 ნომრიანი მაისური ეცვათ ისეთ ლეგენდებს, როგორებიც არიან მესი, რონალდინიო, რიკელმე, რივალდო, რომარიო, მარადონა…

იამალი ბარსელონას მთავარ გუნდში 2023 წლიდან თამაშობს. აქამდე 106 შეხვედრა ჩაატარა და 50 საგოლე ქმედება დააგროვა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი