გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

ახალგაზრდების ფრე ჩრდილოეთ ირლანდიასთან

გააზიარეთ

21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის მეცხრე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას ესტუმრა და 1:1 ეთამაშა.

არ იყო ქულების დასაკარგი თამაში. გიორგი ადამიას გაწვრთნილი გუნდი ბევრად სჯობდა მეტოქეს, მაგრამ როგორც ჩვენი ნაკრებების სენია – ვერ მოვიგეთ.

მატჩის ბედის გადაწყვეტა პირველივე ტაიმში შეიძლებოდა. ორი კარგი მომენტის შემდეგ მსაჯმაც „გაგვწირა“. ჩვენი შემტევი მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაკმალენმა უხეშად ითამაშა და მსაჯს „ბოლო იმედის“ ჯარიმისთვის უნდა გაეძევებინა, მაგრამ მხოლოდ ყვითელი ბარათი აჩვენა.

ანგარიში 54-ე წუთზე გაიხსნა: ჰალიდ დოლტმურზიევმა საჯარიმოს გარედან ბურთი კარში გაუშვა და 0:1…

ცუდი ის არის, რომ დაწინაურებულმა საქართველომ საკუთარი თამაში აღარ გააგრძელა და ანგარიშის შენარჩუნებაზე ითამაშა. შედეგად კი, 20 წუთში ჩვენი ცენტრალური დაცვა ჩავარდა და მასპინძელმა ანგარიში გაათანაბრეს.

ცხრა ტურის შემდეგ ჯგუფს 24-24 ქულით გერმანია და საბერძნეთი ლიდერობენ; 14 ქულა აქვს ჩრდილოეთ ირლანდიას; საქართველო 10 ქულით მეოთხეა და ამ ადგილს ვერცერთ მხარეს ვერ გაცდება; შემდეგ ხუთი ქულით ლატვია მოდის; ცხრილს კი, უქულოდ მალტის ნაკრები ხურავს.

ბოლო ტურის მატჩს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 6 ოქტომბერს სტუმრად გერმანიასთან გამართავს.

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები