გამოგვიწერეთ

ნაკრები

ახალგაზრდული ნაკრები სამი დებიუტანტით

გააზიარეთ

საქართველოს 21 წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ორ საშინაო მატჩს გამართავს და, ქუთაისში, ლატვიასა და მალტას დაუხვდება.

რამაზ სვანაძის გუნდი ლატვიას 27 მარტს, ეთამაშება, ხოლო მალტას 31 მარტს უმასპინძლებს.

აღნიშნული მატჩებისთვის, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა, სადაც სამი ახალწვეულია – ალექსანდრე ამისულაშვილი, ანდრია ბართიშვილი და ნიკოლოზ ჩიქოვანი ახალგაზრდულში პირველად არიან გამოძახებული.

ნაკრებს ტრავმის გამო ნიუკასლ იუნაიტედის ფორვარდი ვახტანგ სალია დააკლდება. შეკრებას გამოტოვებს გორის დილას ფორვარდი, დავით გოცირიძეც.

საქართველოს 21 წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბ), რევაზ კურტანიძე (იბერია1999);

მცველები: გიორგი გვასალია, საბა ხარებაშვილი (ორივე დინამო თბ), ლუკა ლაცაბიძე, გიორგი ტაბატაძე (ორივე ვაილე, დანია), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფ), დავით ბუკია (ტორპედო), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი);

ნახევარმცველები: ნიკოლოზ დადიანი, ანდრის ბართიშვილი (ორივე იბერია1999), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბთ), ალეკო ბასილაძე (ტორპედო), საბა გეგიაძე (სპაერი), გაბრიელ სიგუა (ლოზანა, შვეიცარია), გია ნადარეიშვილი (ტრენჩინი, სლოვაკეთი);

თავდასხმელები: დიეგო დეისაძე (ტორპედო), ნიკოლოზ ჩიქოვანი (უოტფორდი, ინგლისი), დიმიტრი ღურწკაია (მეშახტე), ლუკა პარკაძე (ზალცბურგი, ავსტრია).

შეგახსენებთ, სატურნირო ცხრილში, ხუთი მატჩიდან 15 ქულით, პირველ ადგილზე საბერძნეთია; გერმანელებს 12 ქულა აქვთ; მესამე ადგილზე შვიდი ქულით ჩრდილოეთ მაკედონიაა; ჩვენ ხუთი ქულა გვაქვს და მეოთხეზე ვართ; ჩვენს უკან ოთხქულიანი ლატვიაა, ხოლო ცხრილს უქულო მალტა ხურავს.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ნაკრები