გამოგვიწერეთ

ნაკრები

გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერის დასრულება გამოაცხადა

გააზიარეთ

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ სანაკრებო კარიერის დასრულების თარიღი გამოაცხადა. ეს ამბავი 2 ივნისს, საქართველო-რუმინეთის ამხანაგური მატჩისას მოხდება.

გურამ კაშია:

„საქართველოში მძიმე დღეებია. მინდა, უდიდესი მწუხარება გამოვხატო კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო და სრულიად საქართველოს გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო…

რაც შეეხება ფეხბურთს: განსაკუთრებულად ვემზადები ჩემი ბოლო სანაკრებო მატჩისთვის, რომელიც ივნისში მელოდება. მსურდა, ეს გადაწყვეტილება თქვეთვის პირადად მეთქვა – საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის, ჩემი ქომაგებისთვის და მთელი ქვეყნისთვის.

38 წლის ასაკში დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გაცნობოთ.

ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ქვეყანას ვემსახურები. მიხარია, რომ მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა სხვადასხვა თაობის გამორჩეულ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად. უდიდესი პატივია ვიყო ამ ნიჭიერი გუნდის კაპიტანი. გუნდს, რომელთან ერთადაც მივაღწიეთ არა მხოლოდ ჩვენს მიზნებს, არამედ თითოეული ქართველის დიდ ოცნებას – ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე.

უახლოეს ორ მატჩს ახლა როგორც გულშემატკივარი, დაველოდები, ხოლო ივნისში, ამხანაგურ მატჩში რუმინეთთან ჩემი საამაყო მაისურით საქართველოს ნაკრებში ბოლოჯერ ვითამაშებ. შევხვდებით ჩემს 129-ე, ბოლო და ყველაზე დაუვიწყარ სანაკრებო მატჩზე“.

გურამ კაშიას დებიუტი 2009 წელს, თბილისში, მონტენეგროსთან მატჩში შედგა. მას შემდეგ 128 სანაკრებო მატჩი ითამაშა და სამი გოლი გაიტანა. მისი კაპიტნობით საქართველოს ნაკრებმა კაშიას კაპიტნობით 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა, ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია და ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ნაკრები