გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

მასპინძლების განიავებული უპირატესობები

გააზიარეთ

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეო-20 ტურის კიდევ სამი მატჩი გაიმართა. სამივეში მასპინძლები იგებდნენ, მაგრამ ერთი ფრედ დასრულდა, ორშიც კი სტუმრებმა იმარჯვეს.

დინამო (ბთ)-გაგრა 2:2

ბათუმი. აჭარაბეთ არენა

1:0 მანდრიჩენკო (12); 2:0 წულუკიძე (29პ); 2:1 ჭავჭანიძე (68); სილვა (85)

ბათუმელები ორი ბურთის სხვაობით იგებდნენ, მაგრამ გაგრამ ხასიათი გამოავლინა და ზედიზედ მეექვსე მატჩი არ წააგო.

საწყის ნახევარ საათში ბათუმელებმა ორჯერ გაიტანეს: ჯერ თორნიკე კირკიტაძის ჩაწოდებას მოჰყვა დმიტრი მანდრიჩენკოს ზუსტი თავური; მერე მანდრიჩენკომ პენალტი მოიპოვა და ლუკა წულუკიძემ პანენკას სტილში გაიტანა…

მეორე ტაიმში სურათი შეიცვალა: მცველმა ზურაბ ჭავჭანიძემ ანგარიშში სხვაობა შეამცირა; მერე კი ვიქტორ ბლიზნიჩენკოს ქუსლურ პასს ვანდერსონ სილვას ახლოდან გატანილი გოლი მოჰყვა.

სპაერი-დინამო (თბ) 1:2

თბილისი. მიხეილ მესხი 2

1:0 კოხრეიძე (31); 1:1 კაკაშვილი (73), ვაწაძე (75)

პირველი ტაიმი სპაერმა მოიგო: ბილი ჯიბრილმა იქ ერთი შეხებით გააკეთა პასი და ლაშა კოხრეიძემ დასწრებაზე გაიტანა;

დინამო 73-ე წუთამდე აგებდა. ანგარიში კობა კაკაშვილმა გაათანაბრა – დაახლოებით 15 მეტრიდან ზუსტად დაარტყა; ორ წუთში კი, 37 წლის მათე ვაწაძემ ლეონარდო სანტუშის კარგი პასი გამოიყენა და გადამწყვეტი გოლი მიითვალა.

მეშახტე-სამგურალი 1:2

წყალტუბო. 26 მაისი

1:0 ქანთარია (6); 1:1 შერგელაშვილი (23); სირაძე (88)

აუტსაიდერი მეშახტე სწრაფი გოლით დაწინაურდა – ერეკლე ჯიჯავაძემ საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი და გიორგი ქანთარიამ კი კარში თავით გადაგზავნა.

სამგურალმა პირველი ტაიმის შუაში გაათანაბრა: ლაშა შერგელაშვილმა დაახლოებით 35 მეტრიდან დაარტყა და ლევან შოვნაძემ მოგერიება ვერ მოახერხა.

მეორე ტაიმში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. 82-ე წუთზე მეშახტე 10 კაცით დარჩა, რადგან ლაშა უგრეხელიძემ უხეშობისთვის წითელი ბარათი მიიღო. სამგურალმა 88-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი გაიტანა: დავით კრასოვსკიმ შორიდან დაარტყა, შოვნაძეს ბურთი ხელიდან გაუვარდა და შეცვლაზე შესულმა ირაკლი სირაძემ ახლოდან დაამატა.

სატურნირო ცხრილი:

1.რუსთავი 20 10 5 5 23-18 35

2.დინამო (თბ) 20 9 7 4 33-22 34

3.იბერია 19 10 4 5 27-18 34

4.დინამო (ბთ) 20 7 7 6 30-32 28

5.სამგურალი 20 8 4 8 27-33 28

6.ტორპედო 20 7 6 7 30-20 27

7.დილა 19 8 2 9 21-19 26

8.გაგრა 20 5 8 7 20-26 23

9.სპაერი 20 5 7 8 26-27 22

10.მეშახტე 20 1 8 11 14-36 11

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი