გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

გამარჯვება ბოლო წუთებზე – გაგრამ ბათუმის დინამო დაამარცხა

გააზიარეთ

ეროვნული ლიგის 21-ე ტურის დღის დასკვნით მატჩში ერთმანეთს ცხრილის შუაში მყოფი ორი გუნდი – ბათუმის დინამო და გაგრა დაუპირისპირდნენ.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, გაგრამ კი აჭარული გუნდის წინააღმდეგ გამარჯვება ერთბურთიანი ჩამორჩენის შემდგომ მოახერხა. ბათუმელებმა ანგარიში მატჩის პირველ ტაიმში, ლევან ხოზრევანიძის გოლით შეძლეს, თუმცა მათ ტაიმის მოგებაც ვერ მოახერხეს, რადგან 32-ე წუთზე გიორგი პაპუაშვილმა ანგარიში გაათანაბრა.

ყველაფერი შეხვედრის მიწურულს გადაწყდა, როცა დინამოს კარში გოლის გატანა გაგრას ბრაზილიელმა ლეგიონერმა, პედრო ბორჯესმა შეძლო.

ამ გამარჯვებით გაგრამ გასავარდნ ზონასთან სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა და 23 ქულით მე-6 ადგილზე გადავიდა, თუმცა მათი პოზიცია შეიძლება დროებითი აღმოჩნდეს, რადგან წყალტუბოს სამგურალს ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.

რაც შეეხება დინამოს, გია ჭიაბრიშვილის გუნდს 33 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა, მათ თბილისის დინამო სამი ქულით უსწრებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი