გამოგვიწერეთ

კალათბურთი

გიორგი შერმადინის საუცხოო სტარტი

გააზიარეთ

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი საუცხოოდ დაიწყო გიორგი შერმადინმა. ლიგა ენდესას პირველ ტურში ტენერიფემ მანდესას უმასპინძლა და 104:93 დაამარცხა.

ჩვენთვის სასიხარულო კი ტენერიფეს ქართველი ცენტრის გიორგი შერმადინის შესანიშნავი გარჯაა. ვეტერანი კალათბურთელი პარკეტზე გატარებულ 25 წუთში არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და 28 ქულა, შვიდი მოხსნა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი 38-ს გაუტოლდა და ამ მაჩვენებლით პირველი ტურის MVP დამსახურებულად გახდა.

გიორგი შერმადინი და მისი ტენერიფე მომდევნო მატჩს უკვე ევროთასებზე, კონკრეტულად კი ჩემპიონთა ლიგაზე 8 ოქტომბერს გამართავს და იტალიურ ტრაპანთან გამარჯვებას შეეცდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი

  • სანდრომ ტორონტო 15 ქულით დაიწყო

    გააზიარეთსაქართველოს ნაკრების კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა ტორონტო რეპტორსის მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა. ეს NBA-ს წინასასეზონო...

  • მარცხი დაბადების დღეზე

    გააზიარეთევროლიგაში პანათინაიკოსთან ათენში შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, თორნიკე შენგელიამ და მისმა ბარსელონამ შიდა ასპარეზზე გადმოინაცვლეს...

  • დამაჯერებელი შერმადინი

    გააზიარეთ21 ქულა, რვა მოხსნა და ერთი შედეგიანი გამარჯვება. ასეთია გიორგი შერმადინის მონაგარი ესპანეთის საკალათბურთო...

  • შენგელიას პირველი გამარჯვება და მეორე შედეგი ქულებით

    გააზიარეთევროლიგის მეორე ტურში კატალონიის ბარსელონამ პირველი გამარჯვება მოიპოვა. ესპანურმა გრანდმა სტუმრად პანაითაიკოსი საკმაოდ დაძაბულ...