გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გოგლიჩიძეს ახალი მსურველი გამოუჩნდა – დანიური გრანდი საქმეში ჩაერთო

გააზიარეთ

მას შემდეგ, რაც ემპოლი სერია A-ს დაემშვიდობა, კლუბის ქართველ მცველს, საბა გოგლიჩიძეს, სხვა გუნდში გადაბარგების შანსი სერიოზულად გაუჩნდა.

ისედაც აქტიური ინტერესის ფონზე, იტალიური გუნდების გარდა, ახლახან დანიიდანაც გამოჩნდა სერიოზული კანდიდატი – ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელით მიდტიულანდი ინტერესდება.

დანიის მოქმედ ჩემპიონს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი ელის, სურს გოგლიჩიძის დამატება და უკვე გააგზავნა ოფიციალური წინადადება ემპოლიში. შეთავაზება დაახლოებით 4 მილიონ ევროს შეადგენს.

თუმცა იტალიური კლუბი ამ ეტაპზე ტრანსფერის განხორციელებას არ ჩქარობს. მათი მოლოდინი გაცილებით მაღალია და ჯერ არ ჩანს, დათმობენ თუ არა ფეხბურთელს არსებული პირობებით.

გოგლიჩიძე გასული სეზონის ერთ-ერთ გამორჩეულ ახალგაზრდა ქართველ მოთამაშედ ითვლება და მისი მომავალი, დიდი ალბათობით, ახლო მომავალში გადაწყდება.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები