გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

“გუნდში ერთ პერიოდში 10 ბათუმელს 20 წელია არ უთამაშია” – ბათუმის დინამოს პრეზიდენტი

გააზიარეთ

დინამო ბათუმის ხელმძღვანელობამ კლუბის აკადემიის იმ ფეხბურთელებს შეხვედრა მოუწყო, რომლებმაც ბოლო პერიოდში ძირითადი გუნდის შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ გუნდის პრეზიდენტი არჩილ ბერიძე და გენერალური დირექტორი ასლან ბალაძე, რომლებმაც ახალგაზრდა მოთამაშეებს ახალი კონტრაქტები შესთავაზეს და კლუბის სამომავლო გეგმები გააცნეს.

არჩილ ბერიძემ ახალგაზრდებს მიმართა და აღნიშნა, რომ ასეთი რამ ბათუმურ ფეხბურთში დიდი ხანია არ მომხდარა:

„20 წელი მაინც იქნება გასული, რაც „დინამო ბათუმის“ 10 აღზრდილი ფეხბურთელი ერთ პერიოდში, ერთ გუნდში არასოდეს ყოფილა. ჩემი ძალიან დიდი თხოვნა იქნება, რომ ეს შანსი არ გაუშვათ ხელიდან. „დინამო ბათუმს“ ახლა კარგი დღეები არ აქვს, მაგრამ გუნდს თქვენი სახით პოზიტივი აქვს და ამის გამო მოხიბლული და გახარებული ვარ.

რამდენიმე დღის წინ „ბარსელონას“ პრეზიდენტის ინტერვიუს ვკითხულობდი. მან თქვა: რომ არა ის პრობლემები და კრიზისი, რაც „ბარსას“ შეექმნა, ვერასოდეს ვნახავდით ამდენ ტალანტს გუნდში. ის ნეგატივი, რაც გუნდში არსებობდა ბოლო დროს, პოზიტივად შეიცვალა იმ მხრივ, რომ ბევრს არ მიეცემოდა შანსი თავი ეჩვენებინა. მჯერა, რომ ეს თქვენ შეგიძლიათ.

თქვენ გწვრთნით მწვრთნელი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა. უნდა ასახელოთ თქვენი ქალაქი და გუნდი, შემდეგ კი თქვენი სახელიც გაიტანოთ უფრო კარგ და მდიდარ კლუბებში. ამ ეტაპის გავლის გარეშე გაგიჭირდებათ, ამიტომ არ დაიზაროთ.

ტუღუშის, ბალაძის, შეყილაძის, მახარაძის შემდეგ ასეთ რამ არ მომხდარა და ამის შემდეგ 20 წელი გავიდა. თქვენ ხართ ის თაობა, რომელიც შეიძლება სამაგალითო გახდეთ ფეხბურთში აჭარის მასშტაბით. თუ ისიც გამოგივიდათ, რომ „დინამო ბათუმის“ ფორმა ჩაიცვათ, გამოგივათ ისიც, რომ ნომერ პირველები გახდეთ.“

კლუბის ხელმძღვანელობის განცხადებით, აკადემიის ფეხბურთელების ინტეგრაცია ძირითად გუნდში დინამო ბათუმის.ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიად რჩება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი