გამოგვიწერეთ

კალათბურთი

დამაჯერებელი შერმადინი

გააზიარეთ

21 ქულა, რვა მოხსნა და ერთი შედეგიანი გამარჯვება. ასეთია გიორგი შერმადინის მონაგარი ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში, სადაც ტენერიფემ შინაურ არენაზე მანრესა 104:93 დაამარცხა.

ვეტერანმა ქართველმა ცენტრმა პარკეტზე თითქმის 18 წუთი გაატარა და არაჩვეულებრივადაც გამოიყურებოდა. ამ მაჩვენებლით შერმადინი ორივე გუნდში საუკეთესო გახლდათ.

ტენერიფეს მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუჭირდა და მატჩიც თანაბარი უპირატესობით მიმდინარეობდა, შემდეგ კი ყველაფერი კალაპოტში ჩადგა და მასპინძლებმა საჭირო გამარჯვება მოიპოვეს.

გიორგი შერმადინი კი მართლაც შესანიშნავ ფორმაშია. ქართველმა კალათბურთელმა ახლახანს ესპანეთის თასზეც გაიბრყინა, როდესაც მადრიდის რეალს 23 ქულა ჩაუგდო.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი