გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

დეისაძის დებიუტი ექსტრაკლასაში

გააზიარეთ

კიდევ ერთი საინტერესო ქართველი ფეხბურთელი გამოჩნდა პოლონეთის ექსტრალიგაში – დღეს დიეგო დეისაძის დებიუტი შედგა.

დეისაძე პოლონური ტერმალიცას ფეხბურთელია და მისმა გუნდმა შინ პოგონს უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დამთავრდა. 20 წლის თავდამსხმელი მოედანზე 81-ე წუთზე გამოჩნდა და გარკვეული წუთები მიიღო.

ტერმალიცა, რომელიც წელს გადავიდა პოლონეთის უმაღლეს ლიგაში, ამ დროისთვის სამი ტურის შემდეგ ოთხი ქულით (თითო მოგება, ფრე და მარცხი) მეხუთე ადგილზეა, მაგრამ ტური ჯერ არ დასრულებულა.

193 სანტიმეტრი სიმაღლის თავდამსხმელი კი, ახალგაზრდული ნაკრებისთვისაც საჭირო ფეხბურთელი ჩანს და, როგორც შევიტყვეთ, აკვირდებიან კიდეც. დანარჩენი ფეხბურთელზეა დამოკიდებული…

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ლეგიონერები