გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

“დემბელე და დუე კარგები არიან, მაგრამ კვარაცხელია?” – მარსელომ კვარაზე ისაუბრა

გააზიარეთ

სოციალურ მედიაში დიდი პოპულარობით სარგებლობს ვიდეო, რომელშიც ბრაზილიელი ვარსკვლავი მარსელო საუბრობს როგორც ფეხბურთზე, ასევე ფეხბურთელების გემოვნებაზე. საუბარში მან ყურადღება გაამახვილა თანამედროვე ფეხბურთელების თაობაზე და რამდენიმე სახალისო დეტალიც გაამხილა.

მარსელოს თქმით, განსაკუთრებით უყვარს ახალგაზრდა ტალანტების თამაში და ორ ფეხბურთელს გამოყოფს: ჯამალ მუსიალასა და დეზირე დუეს. როგორც აღმოჩნდა, მარსელოსა და დუეს შორის საინტერესო ინციდენტიც მომხდარა:

“თანამედროვე ახალგაზრდა ფეხბურთელებიდან, ყველაზე მეტად, ჯამალ მუსიალა და დეზირე დუე მომწონს. წარმოიდგინეთ, დუე ინსტაგრამზე არც კი მომყვება და მე მთხოვდა, ნეიმარისთვის მეთქვა, რომ დეზირე გამოეწერა.”

გარდა ამისა, მარსელომ აღნიშნა, რომ დუე შესანიშნავი ფეხბურთელია და მასთან ერთად ძალიან მაღალ დონეზე თამაშობენ უსმან დემბელე და ხვიჩა კვარაცხელია. მისი თქმით, ქართველი ვარსკვლავი სრულიად განსაკუთრებულია:

“ის შესანიშნავი ფეხბურთელია, ისევე როგორც დემბელე. კვარაცხელია კი ნამდვილად წარმოუდგენელია.”

ვიდეოს სოციალურ ქსელებში უკვე ათასობით ნახვა აქვს, მარსელოს გულწრფელი და ხუმრობით შეზავებული კომენტარები კი გულშემატკივრებში დიდ მოწონებას იწვევს.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი