გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ეგოიანის შანსი და მარცხი

გააზიარეთ

ნიდერლანდების ჩემპიონატის მეშვიდე ტურში ექსელსიორი შინაურ არენაზე პსვ-ს დაუპირისპირდა და 1:2 წააგო. ამ მატჩმა იმად დაგვაინტერესა, რომ მასპინძელთა რიგებში ირაკლი ეგოიანი ირიცხება.

ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა და ერთხელ გოლის გატანის კარგი შანსიც ჰქონდა. მან მეტოქე მცველებს პოზიციურად აჯობა და დასარტყმელადაც კარგი მდგომარეობა შეიქმნა, თუმცა ბურთი პირდაპირ მეკარის მიმართულებით წავიდა. ეგოიანმა დაცვაშიც და შეტევაში კარგად იშრომა და ასეთი დონის მეტოქესთან თამაშით მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინა.

ირაკლი ეგოიანმა ექსელსიორის რიგებში ყველა მატჩი ძირითადში ითამაშა და მწვრთნელიც ნდობას უცხადებს. ნიდერლანდების ჩემპიონატში ექსელსიორი ამ ეტაპზე სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილშია და უახლოეს ტურებში მდგომარეობის გამოსწორება მართებს.

 

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ლეგიონერები